საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა.
1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშიც თბილისის “განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.
1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა..
No comments:
Post a Comment